გელზენკირხენის „შალკემ“ საკუთარ ვებგვერდზე დაწერა, რომ კლუბმა „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ რუსული ენერგოგიგანტი 2007 წლიდან არის გერმანული გუნდის სპონსორი.
აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიისადმი პროტესტს.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაწყვეტის პროცედურა დაიწყო უეფა-მ.