„იუვენტუსმა“ უესტონ მაკენი გამოისყიდა
„იუვენტუსმა“ უესტონ მაკენი გამოისყიდა

„იუვენტუსმა“ „შალკესგან“ გამოისყიდა უფლებები ნახევარმცველ უესტონ მაკენიზე. 22 წლის ამერიკელი უკვე ტურინული კლუბის სრულფასოვანი წევრია.

იტალიის ჩემპიონმა გაააქტიურა მაკენის გამოსყიდვის პუნქტი, რომელიც გაწერილი იყო იჯარის ხელშეკრულებაში.

„შალკე“ მაკენის სანაცვლოდ მიიღებს 18.5 მილიონ ევროს, რასაც ბონუსების სახით დაემატება 6.5 მილიონი.

„იუვენტუსსა“ და ამერიკელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე.

ამ სეზონში ამერიკელმა 21 მატჩი ჩაატარა სერია A-ში, ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.