ცნობილია „შალკეს“ ახალი მწვრთნელი
ცნობილია „შალკეს“ ახალი მწვრთნელი

გელზენკირხენის „შალკეს“ ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე. ეს არის კრისტიან გროსი, რომელიც მანუელ ბაუმის ადგილს დაიკავებს. ეს უკანასკნელი ერთი კვირის წინ დაითხოვეს პოსტიდან.

როგორც გამოცემა „კიკერი“ იტყობინება, სექტემბრიდან მოყოლებული, შვეიცარიელი “შალკეს“ რიგით მეოთხე მწვრთნელი იქნება. 66 წლის გროსმა კვირას გამართა გუნდთან პირველი ვარჯიში.

ბუნდესლიგაში 13 ტურის შემდეგ, „შალკეს“ მხოლოდ ორი ქულა აქვს. გელზენკირხენული კლუბი გერმანიის ჩემპიონატში 29 მატჩია ვერ იმარჯვებს.