ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც მომავალი XXVIII ყრილობის საკითხები განიხილეს – წლის შემაჯამებელი ყრილობა 18 ივლისს 11:00 საათზე სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართება.
ამას გარდა, აღმასკომის წევრებმა სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს,სფფ-ის მუდმივმოქმედი კომიტეტების დაკომპლექტებაზე იმსჯელეს და საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის დებულება დაამტკიცეს.
„ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის, სკოლების კატეგორიზაციისა და მუდმივმოქმედი კომიტეტების დაკომპლექტების გარდა, სხვადასხვა საკითხს შევეხეთ, რომელიც უმთავრესად, საქართველოს მასშტაბით არსებულ საფეხბურთო დავებს შეეხებოდა. ყრილობაზე 2017-18 წლების საქმიანობას შევაჯამებთ, დამტკიცდება 2018 წლის ბიუჯეტი. სფფ-ს ყველა სუბიექტს გაეგზავნა ის საკითხები, რომლებსაც ყრილობაზე განვიხილავთ. ისინი დელეგატებს 30 ივნისამდე წარმოადგენენ” – აღნიშნა დავით მუჯირმა.