საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურმა 11 ნოემბერს გამართული სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ინფორმაცია გაავრცელა.
სხვადასხვა საკითხებთან ერთად, აღმასკომის წევრებმა სამი თემა განიხილეს. ცნობილია, რომ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო რეინტეგრაციის საკითხზე იმსჯელეს.
მაგრამ ბევრი რამ უცნობი იყო. სფფ-ს პრეს-სამნსახურის ცნობით, აღმასკომის წევრები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სხდომაზე “ზესტაფონის” მფლობელს, ილია კოკაიას მიიწვევენ.
ასევე განხილულ იქნა უეფას ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხის კლუბებზე გადანაწილების პრინციპი და კლუბების ლიცენზირების დებულებაში შესატანი ცვლილებები.