სეტყვამ სოფელი შილდა დააზარალა
სეტყვამ სოფელი შილდა დააზარალა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 300 ჰექტარამდე ვენახი დაისეტყვა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სტიქიამ ვენახები თითქმის 100%-ით გაანადგურა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილას ხე მოგლიჯა და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა, რის გამოც თელავი-ყვარლის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო. ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა თავისუფალია.

სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ყვარლის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაითვლის.