არგენტინის ნაკრების ფორვარდს სერხიო აგუეროს სერიოზული პრობლემები შეექმნა ნიგერიასთან ამხანაგური მატჩის დროს: “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა შესვენების დროს, გასახდელში გონება დაკარგა და საჭირო გახდა მისი გადაყვანა ქალაქ კრასნოდარის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ფეხბურთელი გონს მოიყვანეს.
მოგვიანებით, აგუერო სასტუმროში დაბრუნდა.
სერხიომ ნიგერიასთან მატჩში ერთი გოლი გაიტანა – 36-ე წუთზე 2:0 გახადა ანგარიში, მაგრამ შემდეგ, არგენტინამ ოთხი გოლი გაუშვა და 2:4 წააგო.