სერიალის Big Little Lies ახალ სეზონზე მუშაობა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება
რვა ემის მფლობელი სერიალის Big Little Lies ახალ სეზონზე მუშაობა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TVLine-ზე დაყრდნობით ავრცელებს. „დიდი პატარა ტყუილების“ ავტორმა, მწერალმა ლიან მორიარტმა, მეორე სეზონის სცენარზე მუშაობის დაწყება ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა. მისი თქმით, მოტივაცია იმ გამოხმაურების შემდეგ გაუჩნდა, რომელიც სერიალს მოყვა.
HBO იუწყება, რომ თუ გადაღებები დათქმულ დროს, ანუ გაზაფხულზე დაიწყება, შესაძლოა, პრემიერას 2018 წლის შემოდგომაზეც ველოდოთ.
ამ ეტაპზე, უცნობია, იქნება ეს პირველი სეზონის ხაზის გაგრძელება, თუ ახალი ისტორიების დასაწყისი.
HBO-ს წარმატებული სერიალის პირველი სეზონი სამი დედის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთთან, სკოლის წვეულებაზე მომხდარი მკვლელობით არიან დაკავშირებული.
დიდი პატარა ტყუილის რეჟისორი ჟან-მარკ ვალეა, რომელმაც „დალასის მყიდველთა“ კლუბი გადაიღო.
სერიალში მთავარ როლებს ლორა დერნი, ნიკოლ კიდმანი და რიზ უიზერსპუნი ასრულებენ. ისინი სერიალის მეორე სეზონში დასაბრუნებლად მზად არიან.