სერიალ „დიდი პატარა ტყუილების“ მეორე სეზონის გადაღება მალე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია, კომპანია HBO-მ გაავრცელა.
უკვე ცნობილია, რომ გახმაურებულ სერიალში, რომელმაც წელს 4 “ემის” ჯილდო დაიმსახურა, მთავარ როლებს კვლავ ნიკოლ კიდმანი და რიზ ვიზერსპუნი შეასრულებენ. ჰოლივუდის ვარსკვლავები სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერებიც იქნებიან.
HBO მოლაპარაკებებს პირველი სეზონის სხვა ვარსკვლავებთანაც აწარმოებს. მეორე სეზონი 7 სერიას გააერთიანებს და მისი რეჟისორი ანდრეა რეინოლდი იქნება.