სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს მიმართა, უვადო დანიშვნების შეჩერების კანონპროექტზე მოსაზრება მოსამართლეების წინაშე დააფიქსირონ
სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს მიმართა, უვადო დანიშვნების შეჩერების კანონპროექტზე მოსაზრება მოსამართლეების წინაშე დააფიქსირონ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა საბჭოს სხდომაზე არამოსამართლე წევრებს, ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს მიმართა.

სერგო მეთოფიშვილი ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს მოსამართლეების წინაზე საკუთარი აზრის დაფიქსირებას სთხოვს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ​ის განცხადებით, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მხოლოდ ჟურნალისტებთან საუბრობენ, ხოლო პირადად მოსამართლეებთან ინიციატივის შესახებ მოსაზრებას არ აფიქსირებენ.

„მაინტერესებს, თუ ჟურნალისტებთან აფიქსირებთ, მოსამართლეები პასუხის ღირსები არ არიან? აბუჩად აგდებაა ეს, თუ რა ხდება? დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია მშვიდ ვითარებაში. აქ სხდომას ესწრება მედია და გთხოვთ, დაგვისაბუთოთ, მხარს რატომ უჭერთ ამ კანონმდებლობას“, – მიმართა მეთოფიშვილმა დოლიძესა და ჯანეზაშვილს.