სერგო ჩიხლაძე - მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმას, პირადი შურისძიების გარდა, სხვა ახსნა არ აქვს
ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვიფიქროთ, ეს არის პირადი შურისძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რადგან მისი კერძო კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგობას სხვა ახსნა არ აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, დიდი ხანია, ხელისუფლება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.
„ციხის საავადმყოფო პირობებს რომ არ აკმაყოფილებს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო სექტორის კლინიკაში როგორც კვლევებისთვის, ასევე მკურნალობისთვის ათასობით პატიმარი გადაიყვანეს. ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც სხვადასხვა კვლევებისთვის და მკურნალობისთვის არის საჭირო“, – განაცხადა ჩიხლაძემ.