სერგო ჩიხლაძე - ჩვენი ოთხი დეპუტატის ხელმოწერით მანდატებზე უარის თქმის განცხადება პარლამენტში ამ დღეებში შევა
სერგო ჩიხლაძე - ჩვენი ოთხი დეპუტატის ხელმოწერით მანდატებზე უარის თქმის განცხადება პარლამენტში ამ დღეებში შევა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში მათი პარტიიდან არჩეული ითხი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს მანდატებზე უარის თქმის შესახებ ხელმოწერილი განცხადებით მიმართავს.

„სიები მოიხსნა, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“. როგორც განვაცხადეთ, ამ კვირაში ჩვენი ოთხი მანდატის შესახებ პარლამენტში განცხადებას შეიტანს ჩვენი წარმომადგენელი. უახლოეს დღეებში, დღეს ან ხვალ. დადასტურებული გვაქვს ხელმოწერით და შესაბამისად, უკვე ამ დღეებში ჩვენი პარტიის მხრიდან გაფორმდება. პარალამენტში, თავმჯდომარის სახელზე ჩვენი 4 დეპუტატის ხელმოწერით მანდატებზე უარის თქმის განცხადება შევა“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ხომ არ ფიქრობთ, რომ გაჭიანურდება პროცესი და „ქართული ოცნება“ ამას სათავისოდ ხომ არ გამოიყენებს“, ჩიხლაძე პასუხობს, რომ რაც უნდა მანიპულაციები იყოს პარლამენტში, პროცედურა უსასრულო არ არის.

„რა თქმა უნდა, ხელისულფლება ამას გამოიყენებს, თუმცა ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიხავ განცხადებებს აკეთებს ბატონი კობახიძე. ის ერთ განცხადებაში ამბობს, რომ ჩვენ არ განვიხილავთ და არ შევუწყვეტთ უფლებამოსილებას, თუმცა აქაც თავისი პროცედურაა, იმ ვადის შემდეგ ავტომატურად აღარ ასრულებს დეპუტატი მოვალეობას. ორი დღის მერე ამბობს, რომ როგორც დაწერენ, მაშინვე დავუკმაყოფილებთო, ვერ გეტყვით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი ლიდერები რა განწყობაზე გაიღვიძებენ, რა განცხადებას გააკეთებენ და როგორ დააკმაყოფილბენ. ნებისმიერ შემთხვევაში, პროცედურა უსასრულო არ არის, მაქსიმუმ რამდენიმე კვირა და ის შევა ძალაში, რაც არ უნდა მანიპულაციას ეწეოდეს „ქართული ოცნება“ და ლიდერები პარლამენტში“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.