სერგო ჩიხლაძე - ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ უმკლავდება გამოწვევებს და ცდილობს, პიროვნულად სახის შენარჩუნებას დასავლეთთან
პირველ რიგში, საკითხავია, რამდენად რეალურია ეს წასვლა, რადგან გვინახავს ასეთი წასვლა-მოსვლა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს პარტიის თავმჯდომარე ქალბატონი კობახიძე, რომელიც ნომინალური პერსონა იყო და ბატონი ივანიშვილი აგრძელებდა მაინც რეალურ თავმჯდომარეობას. მაგრამ, რეალურად, ასეთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კორონა კრიზისის ფონზე, ამ პიკზე, დასავლეთიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, რომელიც მომდინარეობს „ქართული ოცნებაზე“, თავმჯდომარის წასვლა უფრო გაქცევას ჰგავს. ჩასაძირად განწირული გემიდან პირველი კაპიტანი გარბის. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად უპასუხისმგებლოდ უდგება ივანიშვილი ქვეყნის მართვას და მისთვის რამდენად მნიშვნელოვნია, ქვეყანაზე ზრუნვა, რადგან ასეთი კრიზისის ფონზე გარბის კაპიტანი და ტოვებს „ქართულ ოცნებას“.
მეორეს მხრივ ის ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ უმკლავდება და ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევებს, რაც არის კორონა კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი, ასევე დასავლეთიდან მზარდი ზეწოლა და ის ცდილობს, პიროვნულად სახის შენარჩუნებას დასავლეთთან. განსაკუთრებით, მისი კაპიტალის, ფინანსური იმპერიისა და ყველა ქვეყანაში მიბნეული კაპიტალის ხელშეუხებლობა რომ უზრუნველყოს. ამისკენ გადადგმული ნაბიჯიც არის. პლიუს პასუხისმგებლობისგან გაქცევა, რადგან კრიზისი სულ უფრო ღრმავდება და კიდე უფრო მეტი გამოწვევების წინაშე დადგება ქვეყანა“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.