სერგო ჩიხლაძე - არ მგონია, გრიგოლ ვაშაძის წასვლამ ოპოზიციის გეგმებსა და მოლაპარაკებებზე გავლენა მოახდინოს ან მას ვინმე გაჰყვეს
სერგო ჩიხლაძე - არ მგონია, გრიგოლ ვაშაძის წასვლამ ოპოზიციის გეგმებსა და მოლაპარაკებებზე გავლენა მოახდინოს ან მას ვინმე გაჰყვეს

არ მგონია, ბატონი გრიგოლის წასვლამ პარტიის თავმჯდომარეობის პოსტიდან, ოპოზიციის გეგმებსა და მოლაპარაკებებზე გავლენა მოახდინოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება შიდა პარტიულ დაპირისპირებებს, ამაზე ალბათ თვითონ „ნაციონალური მოძაობის წევრებს“ ან თავად გრიგოლ ვაშაძეს უნდა ჰკითხოთ. ბატონი გრიგოლი არის ძალიან პატივსაცემი ადამიანი და გამოცდილი პოლიტიკოსი, დიპლომტი, რომელსაც მთელს ოპოიციურ სპექტრში პატივს ვცემთ. მოახდენს თუ არა გალენას მისი წასვლა ოპოზიციის გეგმებზე, მოლაპარაკებებზე, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ- არა, რადგან ცალკეული პიროვნებები რაც არ უნდა დიდი გამოცდილებისა და პატივსაცემი პოლიტიკოსები იყნენ, ამ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენენ, მით უმეტეს არც ერთი პარტიის პოზიცია არ იცვლება ადამიანების წასვლით ან მოსვლით, პარტიის პოზიციები რჩება უცვლელი. არ მგონია, პარტიის თავმჯდომარეობის პოსტიდან ბატონი გრიგოლის წასვლამ მოახდინოს გავლენა“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კითხვაზე „რას უკავშირდება მისი წასვლა და გაყვებიან თუ არა სხვა წევრები“, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძე წასვლასთან დაკავშირებით თავის განცხადებაში საკმაოდ არგუმენტირებულ მიზეზებს ასახელებს.

„მან განმარტა, წერია მის განცხადებაში, რომ რაღაც გარკვეული უთანხმოება პარტიის შიგნით იყო. დამატებით ინტერპრეტაციას ვერ მოვახდენ. პირდაპირ წერია, რატომ წავიდა ბატონი გრიგოლი პოსტიდან. საკმაოდ არგუმენტიანი მიზეზები დაასახელა. არ ვიცი, ვინ გაჰყვება და ვინ- არა გაჰყვება.ზოგადად, რა ინფორმაციაც მაქვს, არ მგონია, ვინმე გაყვეს, არ არის ასეთი ტენდენცია, რაც მე ვიცი, როგორც კოლეგამ და სხვა ოპოზიციური პარტიის წევრმა. ზოგადად, ძალიან ნორმალური და ჯანსაღი პროცესია, როდესაც შეიძლება პარტიის შიგნითაც ადამიანებს რაღაც საკითხზე ჰქონდეთ სხვადასხვა მოსაზრება. ვმსჯელობთ და ვიღებთ გადაწყვეტილებას. თუ ეს არის პრინციპულად განხვავებული და სხვადასხვა პრინციპეზე დგანან ადამიანები, ეს შიძლება გახდეს და გახდა ბატონი გრიგოლის წასვლის მიზეზი, როგორც მან განმარტა“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამასთან, კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა ვაშაძეს ელჩების ნაწილში, ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიდან, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, ელჩები არავის გაუკრიტიკებია.

„ვერ დავეთანხმები ამას, ოპოზიციური პარტიის ლიდერებიდან ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, არავის გაუკრიტიკებია ელჩები. ყველა ვუხდით მადლობას, იმ მძიმე ვითარებაში რომ ჩაერთნენ, როგორც ფასილიტატორები. არ არის ეს განცხადება სწორი. არც ერთი განცხადება არ მახსოვს, ელჩები გაეკრიტიკებინოთ, ისინი არიან ფასილიტატორები“,- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ფეისბუქპოსტით გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიაში ყველა თანამდებობას. გრიგოლ ვაშაძემ ამავე ფეისბუქპოსტით განაცხადა, რომ შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო.