სერგო ჩიხლაძე - აქცია ცოცხალი ჯაჭვის სახით ჩატარდება, ლოკაციებზე დეტალებს დღეს გავივლით
ხვალ აქცია ჯაჭვის სახით ჩატარდება, ლოკაციებზე დეტალებს დღეს გავივლით , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, სირცხვილის დერეფნების მოწყობას არ იზიარებენ და შესაბამისად, ამაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
„ეს აქცია იქნება მშვიდობიანი, დეტალებს გავარკვევთ. სირცხვილის დერეფნებს არ ვემხრობით და ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. იურიდიულ დეტალებში არ შევდივართ, ნებისმიერი დისკომფორტის შექმნა ჩვენი საქმე არ არის, არავის ამომრჩევლისთვის დისკომფორტის შექმნა. კოპრომისზე საუბარი რომ იყოს, „ქართულმა ოცნებამ” რამე წინადადება უნდა მოიტანოს მესამე რაუნდზე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.