სერგი კაპანაძე - ზაზა სარალიძის გვერდით ვდგავართ არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური ძალა, არამედ როგორც ადამიანები
ზაზა სარალიძის გვერდით ვდგავართ არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური ძალა, არამედ პირველ რიგში როგორც ადამიანები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდა.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ყველამ უნდა გაიაზროს და გაითავისოს, რომ დღეს სერიოზული პობლემაა, როდესაც ცნობილია, ვინ არის ხელის დამფარებელი და ხელისუფლება ამ საქმეს არ იძიებს.
„აქ მოვედით, რადგან ზაზა სარალიძეს დავუდგეთ გვერდით. უბედურება, რომელიც მას შეემთხვა და რაც მერე ხელისუფლებამ გააკეთა, რათა საქმე არ გამოძიებულიყო, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია და ერთი ადამიანის უბედურება. მგონია, რომ ყველამ უნდა გაითავისოს, რადგან ეს არის სერიოზული პრობლემა, როდესაც ცნობილია, ვინ არის ხელის დამფარებელი და ხელისუფლება ამ საქმეს არ იძიებს, იმ ადამიანებს არ სჯის. ეს ისედაც ყველამ იცის რაც ხდება, მაგრამ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში კიდევ უფრო ნათელი გახდა. კონკრეტული პირების იდენტიფიცირება მოვახდინეთ ჩვენ სამთვიანი მუშაობის შემდეგ და ახლა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ. ჩვენ ზაზას გვერდით ვდგავართ არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური ძალა, არამედ პირველ რიგში როგორც ადამიანები, უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და არ გვინდა, რომ ასე უსამართლოდ იმართებოდეს ქვეყანა”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.