სერგი კაპანაძე - ვაპირებთ პარლამენტის პიკეტირებას, რათა სამარცხვინო მონებმა ვერ შეძლონ მორიგი სესიის ჩატარება
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ აუცილებლად გაგრძელდება პარლამენტის პიკეტირება, რათა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით დაპირება შესრულდეს.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, უახლოეს დღეში ჩატარდება რამდენიმე მწვავე აქცია.
სერგი კაპანაძე ოპოზიციის გეგმებზე:
„ჩვენი გეგმა არის, რომ გავაგრძელოთ მშვიდობიანი პიკეტირება, ვიდრე ხელისუფლება არ წამოვა დათმობაზე და ვიდრე პირობა, რომელიც ოლიგარქმა მისცა საქართველოს, არ შესრულდება. ჩვენ ამ დღეებში ვაპირებთ რამდენიმე მწვავე აქციის ჩატარებას. ორშაბათს გვექნება დიდი მსვლელობა, მიტინგი და სამშაბათს ვაპირებთ, ისევ მოვახდინოთ პარლამენტის შენობის პიკეტირება, რომ ამ სამარცხვინო მონებმა, რომლებმაც ყოველგვარი თავმოყვარეობის გარეშე მხარი დაუჭირეს პროპორციული არჩევნების უკან წაღებას, ვერ შეძლონ პარლამენტის მორიგი სესიის ჩატარება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.