„ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ საზოგადოების დაკვეთაა კოალიციური მთავრობა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საზოგადოებას არ სურს ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა.
„ჩვენი ამოცანა არ არის შევეჯიბროთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენი ამოცანაა, პირველი და მთავარი უბედურება, რაც სჭირს ამ ქვეყანას და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, დავამარცხოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფოკუსირდებით იმაზე, რომ ივანიშვილი დამარცხდეს. ხალხმა უნდა გაიგოს, რატომ მოვედით აქამდე. მოვედით იმის გამო, რომ გვყავს კორუმპირებული, არაპროფესიონალი, ოლიგარქის დაქვემდებარებაში მყოფი მთავრობა, რომელსაც არანაირი ხედვა არ გააჩნია. ყველა სხვა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება საკუთარი სტრატეგია აირჩიოს. არავინ ამ უფლებაში მას არ ეცილება. უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების დაკვეთა არის კოალიციური მთავრობა და არა ერთპიროვნული ან ერთპარტიული მმართველობა“, – განაცხადა კაპანაძემ.