სერგი კაპანაძე - საპარლამენტო უმცირესობის დაშლით ჩვენთვის არაფერი იცვლება, ეს მხოლოდ 10-15 წუთით ნაკლებ სალაპარაკო დროს ნიშნავს
ჩვენთვის საპარლამენტო უმცირესობის დაშლით, არაფერი იცვლება, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმცირესობის დაშლა, მხოლოდ ნაკლებ სასაუბრო დროს ნიშნავს.
„უმცირესობის დაშლა იმას ნიშნავს, რომ 10-15 წუთით ნაკლები სალაპარაკო დრო გვექნება და ფონს ამის გარეშეც გავალთ. რეალურად, საპარლამენტო საქმიანობაში არაფერი იცვლება. საუბარია მცირე აპარატზე და სიმბოლურ სტატუსზე, რომელსაც დავით ბაქრაძე ატარებდა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ვიცე-სპიკერის თქმით, დავით ბაქრაძე პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეა და პარლამენტში სიმბოლური სტატუსით არაფერი განისაზღვრება.
საქართველოს პარლამენტში უმცირესობა აღარ არსებობს. „ევროპულმა საქართველოს“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგა.