სერგი კაპანაძე - „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს, როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაცია ჰქონდა, დიდი ეჭვი მაქვს, უკანონო მიყურადებით
სერგი კაპანაძე - „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს, როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაცია ჰქონდა, დიდი ეჭვი მაქვს, უკანონო მიყურადებით

„სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა და ის ხარვეზი, რომელიც იქნა აღმოჩენილი ორგანიზაციის მიერ, ჩვენთვის არასდროს ყოფილა არც კრიტერიუმი, არც სტანდარტი და მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც კაპანაძე აცხადებს, მას აქვს ეჭვი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ინფორმაცია უკანონო მიყურადებით მოიპოვა.

„არჩევნების გაყალბებას მიუთითებს ჩაყრილი ბიულეტენების დიდი რაოდენობა, კარუსელების დიდი რაოდენობა, მოსყიდვის ფაქტები, მათ შორის ის, რაც ვიდეოზეა აღბეჭდილი. ეს ყველაფერი ქმნის იმ ერთობლიობას, რამაც გამოიწვია არჩევნების გაყალბება. პარალელური დათვლა არის უბრალოდ, პირველ დღეს აღებული ოქმების შედარება და მათი გადათვლა, რაც საბოლოო ჯამში არაფერს ნიშნავს. ამიტომ, ირაკლი კობახიძეს, როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაცია ჰქონდა. როგორ ჰქონდა ეს ინფორმაცია და რა მეთოდით, ეს სხვა საკითხია. დიდი ეჭვი მაქვს, ეს იყო უკანონო მიყურადებით. როგორც ჩანს, შეეცადნენ ამით მახე დაეგოთ ოპოზიციისთვის და თავი გამოეძვრინათ. არანაირი შესწორება, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეიძლება დადოს თავის მოკვლევებში, არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ასეთი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ უკანონო შეღწევით კომპიუტერში ან მიყურადებით, სხვა გზა ამ ინფორმაცის მიღების არსებობს. როგორც ჩანს, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.