სერგი კაპანაძე - როგორც ჩანს, უმრავლესობას მოსწონს თეა წულუკიანის ღვარძლიანი გამოსვლები, ღმერთმა შეარგოთ და მოახმაროთ წულუკიანი
თეა წულუკიანი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი მინისტრია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა.
„როგორც წესი, პარლამენტში თეა წულუკიანის გამოსვლები არის უშინაარსო და სავსეა ტყუილებით, ასევე არის ღვარძლიანი და ბოროტი. როგორც ჩანს, ღვარძლიანი, შურითა და ზიზღით სავსე გამოსვლები უმრავლესობას მოსწონს, რაც გასაგებია, რადგან როცა პარლამენტში გამოდის, მისი არც ერთი სიტყვა გასაგები არ არის მოქალაქეებისთვის. ის ამ ყველაფერს ლაპარაკობს, რათა თავი ბიძინა ივანიშვილის წინაშე წარმოაჩინოს. მისი მთელი თამაში ეს არ არის. ღმერთმა შეარგოთ და მოახმაროთ წულუკიანი. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეხება, სამწუხაროდ, წულუკიანმა ჩააგდო. საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი მინისტრია“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
საქართველოს პარლამენტში თეა წულუკიანის მოსმენა განახლდა. გუშინდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში 21:00 საათამდე გაგრძელდა. თეა წულუკიანს გუშინ კითხვით 40-მა დეპუტატმა მიმართა.