სერგი კაპანაძე - მთავრობას თუ უნდა, კორონავირუსით შეაშინოს ხალხი, ეს არის ყველაზე დიდი ამორალური საქციელი
მთავრობას ახლა თუ უნდა, კორონავირუსით შეაშინოს ხალხი, რათა არ გამოვიდნენ აქციაზე, ეს არის ყველაზე დიდი ამორალური საქციელი რაც შეიძლება ჩაიდინოს ამ არანორმალურმა ხალხმა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, აქციაზე ადამიანები გამოვიდნენ, რადგან მათ მოპარეს არჩევნები.
„ხალხი აქციაზე მოვა თავისით, პირბადეებით და მაქსიმალურად შეეცდება, ყველა ეს ნორმა იყოს დაცული. ის, რომ ამ ვითარებაში მოვედით და ამდენი ინფიცირებული რაოდენობა არის, ეს პირველ რიგში არის მთავრობის პასუხისმგებლობა. მათ არაფერი გააკეთეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ მოემზადებინა სიტუაცია, ასეთი აფეთქება არ გვქონოდა“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე პროცესებში არიან ჩართული, რეგულარულად იტარებენ კორონავირუსზე ტესტებს.