სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ აწია ინფიცირებულთა რიცხვი, როგორც ჩანს, ამით აპირებენ გაამართლონ შეზღუდვები, რათა ხალხი არ გამოვიდეს გარეთ
სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ აწია ინფიცირებულთა რიცხვი, როგორც ჩანს, ამით აპირებენ გაამართლონ შეზღუდვები, რათა ხალხი არ გამოვიდეს გარეთ

არჩევნებამდე ხელისუფლება მანიპულირებდა რიცხვებით, რომ თითქოს დააგდეს ინფიცირებულთა რიცხვი, ხოლო ახლა ისინი ცდილობენ შეზღუდვების გამართლებას, რომლის მთავარი ამოცანა არის არა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კონტროლი, არამედ ის, რომ ხალხი არ გავიდეს გარეთ, რათა არ გამოხატონ პროტესტი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ 8 ნოემბერს ქართველი ხალხი გავა პარლამენტთან, რათა დაიცვას ხმები. მისივე თქმით, ამ აქციისთვის ყველა პრევენციული ზომა იქნება მიღებული.

„ჩვენ არჩევნებამდეც ვამბობდით და გვქონდა ზუსტი ინფორმაცია, რომ გახარია და „ქართული ოცნება“ აპირებდა, კორონა პანდემია გამოეყენებინა იმ კუთხით, რომ შემდეგ შეეჩერებინა ხალხის გარეთ გამოსვლა და მოეხდინა ჩაკეტვა.

არჩევნებამდე ისინი ისევ და ისევ რიცხვებით მანიპულირებდნენ, თითქოს დააგდეს დაავადებულთა რაოდენობა, ახლა აწიეს არჩევნების შემდეგ და როგორც ჩანს, ამით აპირებენ, რომ გაამართლონ შეზღუდვები, რომლის მთავარი ამოცანა არის არა ჯანდაცვისა და ეპიდემიის მდგომარეობის კონტროლი, არამედ ის, რომ ხალხი არ გამოვიდეს გარეთ.

ჩვენ ყველა თანამოქალაქეს მოვუწოდებთ, რომ 8 ნოემბერს გამოხატონ თავიანთი ბრაზი პარლამენტთან მოსვლით. ჩვენ ყველა ადამიანს, რომელიც იქ მოვა, დავურიგებთ პირბადეს და ხელის სანიტაიზერებს. შევეცდებით, ყველა ზომა იყოს დაცული, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამწვავდე. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კორონას ზურგს უკან ამოფარება არ გამოუვათ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფუნდამენტურ საკითხს, ეს არის არჩევნებში გაყალბების შედეგად ისეთი გუნდისთვის მანდატის მიცემა, რომელსაც ეს მანდატი არ მოუპოვებია“, – განაცხადა კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.