სერგი კაპანაძე - ივანიშვილს სურს, რომ ჯაფარიძე-ხაზარაძეს რეპუტაცია შეურყიოს, ფინანსურად ზიანი მიაყენოს, რათა პოლიტიკური გეგმების რეალიზება არ მოახდინონ
როგორც ჩანს, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ბოლო რესურსი დახარჯოს, მედიასაშუალებები გააჩუმოს, ხელში ჩაიგდოს და პოლიტიკურ ოპონენტებზე შტურმი ბოლომდე მიიყვანოს, რისი შემადგენელი ნაწილიცაა ის, რასაც ხაზარაძე-ჯაფარაძის მიმართ ახლა აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილს უნდა, რომ ამ ადამიანებს რეპუტაცია შეურყიოს და ფინანსურად ზიანი მიაყენოს, რათა ფული არ დახარჯონ და პოლიტიკური გეგმების რეალიზება არ მოახდინონ.
„ივანიშვილის მცდელობაა, ხელისუფლებაში ყოფნა ძალადობით გაიხანგძლივოს, რაც მისი ხელწერა გახდა. ეს არ გამოუვა, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რაც არ უნდა ასეთი ნაბიჯები გადადგას, რადგან 2020 წელს, პროპორციული არჩევნები მისი არ არის“, – განაცხადა კაპანაძემ.