სერგი კაპანაძე - IDFI-ის კვლევის შედეგები შემაშფოთებელია, საჭიროა, რადიკალურად შემცირდეს სამთავრობო ხარჯი
სერგი კაპანაძე - IDFI-ის კვლევის შედეგები შემაშფოთებელია, საჭიროა, რადიკალურად შემცირდეს სამთავრობო ხარჯი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, IDFI-ის კვლევის თანახმად, სამინისტროებსა და სსიპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები ყოველწლიურად საშუალოდ 12 პროცენტით იზრდება.

სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ გეგმაა, რომ ბიუროკრატიული ხარჯები ორი მილიარდი ლარით შემცირდეს და აღნიშნული ფული ეკონომიკას მოხმარდეს.

„ამ კვლევის შედეგები შემაშფოთებელია, არის საჭიროება რომ რადიკალურად შემცირდეს სამთავრობო ხარჯი და ეს ფული დარჩეს ეკონომიკაში, მოხმარდეს ხალხს და არა დაქირავებულ შტატგარეშე მოხელეებს. წლიდან წლამდე „ქართული ოცნება“, ნაცვალად იმისა რომ ფული დაზოგოს, ბიუროკრატიაში იყენებს და როგორც ჩანს, თავის პარტიულ აქტივს ახმარს. იმის მაგივრად რომ წელს მაინც მოეჭირათ ქამრები, წელსაც გაზარდეს ხარჯები 20 მილიონი ლარით. შტატგარეშე თანამშრომლები აყვანილი არიან ყველანაირი კონკურსის ან ღია კრიტერიუმების გარეშე და როგორც წესი, მინისტრის მრჩევლები არიან ხოლმე“, – განაცხადა კაპანაძემ.