სერგეი შოიგუს თქმით, 2012 წლის შემდეგ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ჯარების რაოდენობა გასამმაგებულია
2012 წლის შემდეგ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ჯარების რაოდენობა გასამმაგდა – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. შოიგუს თქმით, ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ბოლო ხუთ წელიწადში სამხედრო წვრთნები გააორმაგა.
შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა “საწყისი ოპერატიული მზადყოფნის” დონეზეა მოყვანილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა სასაზღვრო ზონებში სადაზვერვო ოპერაციები გააძლიერეს.
„ჩვენ აუცილებლად უკუვაგდებთ რუსეთის საჰაერო და საზღვაო საზღვრების დარღვევის ნებისმიერ მცდელობას“ – განაცხადა სერგეი შოიგუმ.