სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს წყნარი ოკეანის ფლოტის მიერ ჩატარებული საზღვაო წვრთნების შესახებ აცნობა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს წყნარი ოკეანის ფლოტის მიერ ჩატარებული საზღვაო წვრთნების შესახებ აცნობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები მტრის საზღვაო ძალების ჯგუფებზე იმიტირებულ დარტყმებს მოიცავდა.
„ჩვენი თავდაცვის ძალების პრიორიტეტი ჩვენთვის ნათელია. პირველ რიგში, ეს არის უკრაინა და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ხალხის დაცვასთან დონბასის რეგიონსა და ჩვენს ახალ ტერიტორიებზე, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საზღვაო ფლოტის განვითარება, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
აღნიშნული წვრთნები ჩინეთის თავდაცვის მინისტრის, ლი შანფუს მოსკოვში ვიზიტის დროს მიმდინარეობს.