სერგეი შოიგუ - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვიდრე რუსეთის ტერიტორიიდან არ გავიყვანთ, მოლაპარაკებები არ იქნება
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვიდრე რუსეთის ტერიტორიიდან არ გავიყვანთ, მოლაპარაკებები არ იქნება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ ტელეარხ „როსია-24“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შოიგუს თქმით, უკრაინის სურვილი, განახორციელოს ბირთვული ტერორი კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე, ტერორიზმის უმაღლესი დონეა.
„ჩვენ მათ ჩვენი ტერიტორიიდან ვიდრე არ გავყრით, ბუნებრივია, არანაირ მოლაპარაკებებს მათთან არ ვაწარმოებთ. არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის კურსკი. ჩვენ ტერორისტებთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით, არ ვაწარმოებთ ამჟამად და არც მომავალში ვაპირებთ. და არ ვაწარმოებთ, რადგან კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ტერორის განხორციელება სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმის უმაღლესი დონე. ჰქონდათ სურვილი და მცდელობა კურსკის ატომური ელექტროსადგურის აღებისა, საბედნიეროდ, ეს ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა სერგეი შოიგუმ.