რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შოუგუ ასევე იქნება პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა შესთავაზა.
პესკოვმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად სამოქალაქო თანამდებობის პირის დანიშვნის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ინოვაციების დანერგვის აუცილებლობითაც ახსნა.