რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირანში ჩავიდა. თეირანში ის უკვე შეხვდა ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შოიგუმ ირანის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის გზავნილი გადასცა და წარუდგინა „ანგარიში მიღწეული შეთანხმებების შესახებ“.
მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირანელ კოლეგასაც შეხვდა. როგორც მედია წერს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.