სერგეი შოიგუ - ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს
ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია და კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მისი თქმით, ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა სტრატეგიული ტიპის ბომბდამშენების ფრენები, ბალტიის ზღვაში სამხედრო ხომალდები გაგზავნა და ნატო-ს პარტნიორებთან ერთად რეგიონში წვრთნები უფრო ინტენსიური გახადა.
შოიგუს განცხადებით, რუსეთი პასუხს გასცემს დასავლეთ სამხედრო ოლქში 12 ქვედანაყოფისა და დივიზიის ჩამოყალიბებით და კრემლი მუშაობს თავისი ჯარების საბრძოლო სიძლიერების გაუმჯობესებაზე.
„დასავლეთ სამხედრო ოლქის პასუხისმგებლობის ზონაში დაძაბულობა კვლავ იზრდება. ჩვენ ვიღებთ ადეკვატურ საპასუხო ზომებს“, – განაცხადა შოიგუმ.