სერგეი შოიგუ - აშშ თუ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდის, რუსეთი იძულებული იქნება, საპასუხოდ მსგავსი იარაღი გამოიყენოს
აშშ თუ უკრაინას კასეტურ იარაღს მიაწოდებს, მოსკოვი იძულებული იქნება, გამოიყენოს მსგავსი იარაღი, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
„იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდის, რუსეთის შეიარაღებული ძალები იძულებულნი იქნებიან, საპასუხოდ გამოიყენონ მსგავსი იარაღი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ“, – განაცხადა შოიგუმ.
შოიგუმ აღნიშნა, რომ რუსეთის არმია იღებს ზომებს, რათა დაიცვას თავისი ჯარები ასეთი იარაღისგან.
„აღსანიშნავია, რომ რუსეთს აქვს კასეტური საბრძოლო მასალები ყოველი შემთხვევისთვის. ისინი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ამერიკული“, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
გასულ კვირას აშშ-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდიდა კასეტური საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ იარაღს, რომელიც, როგორც წესი, ავრცელებს დიდი რაოდენობით პატარა ბომბებს ფართო ტერიტორიაზე. კასეტური საბრძოლო მასალა აკრძალულია 100-ზე მეტ ქვეყანაში.