სერგეი რიაბკოვი - რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ღია შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზეა
სერგეი რიაბკოვი - რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ღია შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზეა

რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ღია შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზეა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი მუშაობს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირება არ მოხდეს.

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არ ჩავარდეს ღია შეიარაღებული კონფლიქტის უფსკრულში, ჩვენ უკვე ვართ ზღვარზე, ამ უფსკრულის ზღვარზე“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტები მიმდინარეობს საჭიროებისამებრ, მათ შორის მაღალ დონეზე.

ამასთან, კრემლზე უკრაინული დრონის თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე აშშ-ის რეაქციას სერგეი რიაბკოვმა საგარეო პოლიტიკის საფუძვლების უგულებელყოფა უწოდა.