სერგეი ნარიშკინი - ნატო-ს ცალკეული ქვეყნების მცდელობები, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის მხრიდან რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე დარტყმების უზრუნველყოფაში, დაუსჯელი არ დარჩება
ნატო-ს ცალკეული ქვეყნების მცდელობები, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე დარტყმების უზრუნველყოფაში, დაუსჯელი არ დარჩება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
ნარიშკინის თქმით, რუსეთის მტრები იძულებულნი არიან, აღიარონ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მტკიცედ დაიცვას ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესები ყველა არსებული საშუალებით, ვაშინგტონსა და ბრიუსელს მანევრირების სივრცეს უვიწროებს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ევრაზიული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალი ბირთვული ომის ჩიხიდან, სადაც ევროატლანტიკური ელიტა მიემართება.
„ჩვენ ვხედავთ ევრაზიის მაკრორეგიონის ისტორიულ აღმავლობას. უკვე დღეს ის უზრუნველყოფს გლობალური ეკონომიკური ზრდის ლომის წილს. სწორედ ევრაზიაში მდებარეობს მულტიპოლარული სამყაროს ყველაზე აქტიურად განვითარებადი არადასავლური ცენტრები. მათ აერთიანებს კონტინენტზე სტაბილურობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საერთო ინტერესი. დასავლეთის მცდელობა, დათესოს ქაოსი და უთანხმოება ევრაზიაში, მხოლოდ აძლიერებს რუსეთისა და მისი რეგიონული პარტნიორების გადაწყვეტილებას, დაამყარონ წესრიგი“, – განაცხადა სერგეი ნარიშკინმა.