სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას“ ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხზე
სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას“ ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ხელი მოაწერეს ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხზე ე.წ. შეთანხმებას.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, „შეთანხმების“ შედეგად, უახლოეს მომავალში ამოქმედდება მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, აფხაზეთში მცხოვრები პირები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, ორმაგი მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ ის პირები, რომლებიც აფხაზეთის „მოქალაქეობას“ 2008 წლის 26 აგვისტომდე ფლობდნენ.

შეხვედრისას სერგეი ლავროვმა ასევე რუსეთის უპირობო მხარდაჭერის შესახებ განაცხადა, რომელსაც მისი თქმით, მოსკოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტის განმტკიცებასთან დაკავშირებით ადასტურებს.