სერგეი ლავროვი - რუსეთის ოპერაცია უკრაინაში მოლაპარაკებების პერიოდშიც გაგრძელდება, რუსეთი დაასრულებს უკრაინის დემილიტარიზაციას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც
სერგეი ლავროვი - რუსეთის ოპერაცია უკრაინაში მოლაპარაკებების პერიოდშიც გაგრძელდება, რუსეთი დაასრულებს უკრაინის დემილიტარიზაციას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი გააგრძელებს ოპერაციას უკრაინაში. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ და უცხოურ პრესასთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, რუსი მინისტრის თქმით, რუსეთის ოპერაცია უკრაინაში მოლაპარაკებების პერიოდშიც გაგრძელდება.

„ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ, მაგრამ გავაგრძელებთ ჩვენს ოპერაციას. თავს ვერ მივცემთ უფლებას, უკრაინაში შენარჩუნდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება. დემილიტარიზაცია იმ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების კუთხით, რომელიც საფრთხეს გვიქმნის, ბოლომდე გაგრძელდება, თუნდაც სამშვიდობო შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი. ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს ასეთ პუნქტს“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, „რუსეთი დაასრულებს უკრაინის დემილიტარიზაციას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი“.

ამასთან, ლავროვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დღეს შედგება.