სერგეი ლავროვის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მეთაურების შეხვედრა გაიმართოს
სერგეი ლავროვის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მეთაურების შეხვედრა გაიმართოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მეთაურების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

„კრემლის კომენტარი შესაძლო სამმხრივ შეხვედრაზე იყო ის, რომ შეხვედრას კონსენსუსი სჭირდება. მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ კონსენსუსის არსებობისთვის, ყველა, ვინც აპირებს შეხვედრას, უნდა დაეთანხმოს ამას. დარწმუნებული ვარ, ასეთი შეხვედრა გაიმართება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.