სერგეი ლავროვი - ვაშინგტონი რუსეთის ბირთვული პოტენციალის გაუფასურებას ისახავს მიზნად
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გლობალური სისტემა აშშ-მა იმისთვის შექმნა, რომ რუსეთისთვის შემოერტყა გარს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული პოტენციალის გაუფასურებას და ჩრდილოეთ კორეის ან ირანის საფრთხესთან კავშირი არ ჰქონდა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო 15 წელია, მოსკოვი ცდილობს დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება საზიანოა.