სერგეი ლავროვი - უკრაინის შესახებ მეორე სამშვიდობო სამიტი რუსეთისთვის მიუღებელ მიდგომებს მოიცავს
უკრაინის შესახებ მეორე სამშვიდობო სამიტი რუსეთისთვის მიუღებელ მიდგომებს მოიცავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„რაც შეეხება იმას, თუ რითი იქნებიან დაკავებულები პოტენციური მეორე სამშვიდობო სამიტის მონაწილეები – ასე თუ ისე, ყველამ ჩამოაყალიბა ცალმხრივი მიდგომები, ჩვენთვის სრულიად საწინააღმდეგო და ბევრი სხვისთვისაც, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებული მშვიდობით“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, მეორე სამშვიდობო სამიტი არის უკრაინის პრეზიდენტის ფორმულით და მისი რუსეთისთვის მიუღებლობა, დიდი ხანია, ყველასთვის ცნობილია.