მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას მომავალ კვირას გაერო-ს გენერალურ მდივანთან განიხილავს
მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას მომავალ კვირას გაერო-ს გენერალურ მდივანთან განიხილავს

უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მომავალ კვირას, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან ერთად განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, გარდა ამისა, ლავროვი გაერო-ს უშიშროების ორ შეხვედრას უხელმძღვანელებს.

გაერო-ში რუსეთის ელჩის, ვასილ ნებენზიას თქმით, ლავროვმა და დელეგაციის წევრების უმეტესობამ ნიუ ორკში ვიზიტისთვის ამერიკის ვიზები უკვე მიიღეს.

ამასთან, ვასილ ნებენზიას განცხადებით, გაერო-სთან დადებული შეთანხმება, რომელიც რუსეთს სურსათისა და სასუქის ექსპორტში უნდა დახმარებოდა, ვერ შედგა. მისი თქმით, მცდელობები უშედეგოა და რუსეთისთვის არაფერი იცვლება, თუმცა ახლო მომავალში პროგრესის დანახვა სურთ.

მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება გასული წლის ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით დაიდო. თანამშრომლობის მიზანი იყო გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევა, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა წარმოშვა. მოსკოვი ამ შეთანხმებას მხოლოდ 60 დღით დათანხმდა, თუმცა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ პერიოდი იმ შემთხვევაში გახანგრძლივდებოდა, თუ რუსეთის ექსპორტთან დაკავშირებითაც დაკმაყოფილდებოდა გარკვეული მოთხოვნები. იმ მიზნით, რომ რუსეთი დაერწმუნებინათ, უკრაინისთვის ნება დაერთო შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის გასაახლებლად, ივლისში ცალკეული სამწლიანი პაქტიც დაიდო. სწორედ ამ პაქტის მიხედვით, გაერო კისრულობდა ვალდებულებას, რუსეთისთვის სურსათის ექსპორტში ხელი შეეწყო.