სერგეი ლავროვი - უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ევროკავშირი კონსტრუქციული ეკონომიკური პლატფორმიდან აგრესიულ და მებრძოლ მოთამაშედ გადაიქცა
უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ევროკავშირი კონსტრუქციული ეკონომიკური პლატფორმიდან აგრესიულ და მებრძოლ მოთამაშედ გადაიქცა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი უკვე გამოხატავს თავის ამბიციებს ევროპის კონტინენტის მიღმა.
ლავროვის განცხადებით, ევროკავშირი ცდილობს იმავე გზის გავლას, რომელიც ნატო-მ უკვე გაიარა, რითაც ადასტურებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შერწყმის ტენდენციას და, ასევე თქვა, რომ ევროკავშირი ფაქტობრივად, ნატო-ს დანამატი იქნება.