სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინა უარს ამბობს საუბარზე, რაც ართულებს შეთანხმების მიღწევას
უკრაინა უარს ამბობს საუბარზე, რაც ართულებს შეთანხმების მიღწევას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოლაპარაკებებზე კიევის პირობები არარეალისტურია.
ლავროვის განმარტებით, დაბრკოლებები რჩება რუსული მარცვლეულისა და სასუქების მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის, მაგრამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გაერო მუშაობს.
სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა წარმოადგინა დაპირებები აშშ-სა და ევროკავშირისგან შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ, რომ ვაჭრობაში ჩართული პირები სანქციებს არ დაექვემდებარონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლეთი „დიდი ოცეულის“ დეკლარაციის პოლიტიზებას ცდილობდა და დეკლარაცია 16 ნოემბერს მიიღებს საბოლოო სახეს.