სერგეი ლავროვი - უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას რუსეთსა და ირანს შორის, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თავდაცვის საკითხებს
სერგეი ლავროვი - უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას რუსეთსა და ირანს შორის, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თავდაცვის საკითხებს

უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას რუსეთსა და ირანს შორის, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თავდაცვის საკითხებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ევრაზიული უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„რუსეთ-ირანის ურთიერთობების განმტკიცების სერიოზული ფაქტორი იქნება მომავალი შეთანხმება რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ხელშეკრულება მზადდება ხელმოწერისთვის უახლოეს მომავალში. იქ დადასტურდება მხარეთა სურვილი თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე რეგიონულ და გლობალურ დონეზე“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.