სერგეი ლავროვი - თურქულ იარაღს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად იყენებენ, ეს არ შეიძლება, არ იწვევდეს დაბნეულობას
სერგეი ლავროვი - თურქულ იარაღს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად იყენებენ, ეს არ შეიძლება, არ იწვევდეს დაბნეულობას

თურქულ იარაღს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად იყენებენ, ეს არ შეიძლება, არ იწვევდეს დაბნეულობას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამწუხაროდ, თურქეთი უკრაინასთან აგრძელებს თანამშრომლობას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში.

ლავროვის განცხადებით, თურქეთისა და უკრაინის სამხედრო თანამშრომლობა გაურკვევლობას იწვევს იმ ფონზე, როდესაც თურქეთის ხელისუფლება აცხადებს მზადყოფნას, გასწიოს შუამავლობა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი აფასებს ანკარის ძალისხმევას უკრაინის კრიზისის მოგვარებაში. ლავროვმა გაიხსენა, რომ სწორედ თურქეთმა უზრუნველყო სტამბოლში მოლაპარაკებების პლატფორმა 2022 წლის გაზაფხულზე, შემდეგ კი წვლილი შეიტანა „მარცვლეულის შეთანხმების“ დადებაში.

ამასთანავე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა ნებისმიერი შუამავლობის მცდელობებს, მათ შორის, თურქეთის მცდელობებს, ნაკლებად სავარაუდოა, წარმატების შანსი ჰქონდეს.

„რუსეთი მზად არის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისთვის, მაგრამ საუბარი არ უნდა იყოს ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, არამედ კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაზე. მათ შორისაა ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება, რუსეთის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა, კიევის რეჟიმის მიერ რუსებისა და უკრაინის რუსულენოვანი მცხოვრებლების უფლებების დარღვევა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.