რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 5-6 მაისს ერევანს, ხოლო 10-11 მაისს ბაქოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან დაგეგმილია მოლაპარაკებები, რომლის დროსაც განიხილება არა მხოლოდ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთქმედების საკითხებიც.