სერგეი ლავროვი - სომხეთის ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის გაძლიერებისთვის მზად არის
სერგეი ლავროვის განცხადებით, სომხეთის ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის გაძლიერებისთვის მზადა არის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხურ საინფორმაციო სააგენტო „მედიამაკსთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა.
რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ 2018 წელს რუსულ-სომხური კავშირები, სომხეთის შიგნით სერიოზული შიდაპოლიტიკური ცვლილებების ფონზე მიმდინარეობდა.
„უნდა აღვნიშნოთ, რომ სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ, რომელსაც სათავეში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უდგას, ნათლად გამოხატა რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცების სურვილი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუს დროს.
სერგეი ლავროვის თქმით, სომხეთის ამ სურვილზე მეტყველებს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დინამიკა, ასევე ინტენსიური უწყებათშორისი და საპარლამენტთაშორისი კონტაქტები. რუსმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
ცოტა ხნის წინ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სომხეთს შესაძლოა, 2020 წლის მეორე ნახევარში კვლავ ესტუმროს.