სერგეი ლავროვი - სირიის არმიისა და რუსეთის სამხედრო ავიაციის ერთობლივ მოქმედებას ხელს უშლიან და აფერხებენ
სერგეი ლავროვი აშშ-ის მეთაურობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას სირიაში რუსეთის ავიაციისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
„სირიის არმიისა და რუსეთის სამხედრო ავიაციის ერთობლივ მოქმედებას, რაც ჯიჰადისტების სრულ განეიტრალებას ისახავს მიზნად, ხელს უშლიან და აფერხებენ. ამის გამო საბოლოო მიზნის მისაღწევად მეტი დროა საჭირო“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ პენტაგონის განცხადება სირიის ტერიტორიაზე აშშ-ის არმიის კანონიერად ყოფნის შესახებ, აბსურდია.