სერგეი ლავროვი - საჭიროა, აქცენტი გაკეთდეს იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რომლებიც დასავლეთში გაჩაღებულ ანტირუსულ ისტერიკას არ აჰყვნენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულია ტოტალური ომი.
მისი თქმით, დასავლეთი არ მალავს, რომ მისი პოლიტიკის მიზანი, რუსეთის ეკონომიკისა და მთლიანად რუსეთის განადგურება. ამის შესახებ ლავროვმა გორჩაკოვის სახელობის ფონდის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს ჩვენ გამოგვიცხადეს ნამდვილი ჰიბრიდული ომი, „ტოტალური ომის“ – ამ ტერმინს, რომელსაც ჰიტლერის გერმანია იყენებდა, ახლა მრავალ ევროპელი პოლიტიკოსი წარმოთქვამს, როდესაც საუბრობენ იმაზე, თუ რა სურთ, რომ გაუკეთონ რუსეთის ფედერაციას. მიზნებს არ მალავენ, ისინი საჯაროდ აცხადებენ – რუსეთის ეკონომიკისა და მთლიანად რუსეთის დანგრევა, გატეხვა, განადგურება, დახრჩობაა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვის თქმით, ამის მიუხედავად, რუსეთის იზოლაციაზე საუბარი არ არის. როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთს მსოფლიო ბევრი მეგობარი, მოკავშირე და პარტნიორი ჰყავს.
ამასთან, ლავროვი აღნიშნავს, რომ საჭიროა აქცენტი გაკეთდეს იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რომლებიც დასავლეთში გაჩაღებულ ანტირუსულ ისტერიკას არ აჰყვნენ.
„გასაგებია, რომ ეს არის გეოპოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც ახლა შეიქმნა, რომ საჭიროა, მისი გათვალისწინება ჩვენი ფონდის მუშაობაში და აქცენტის გაკეთება, იმ სახელმწიფოების სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რომლებიც ამისთვის ღია არიან, რომლებსაც არ შეეხოთ ანტირუსული ისტერიკა. ეს კი, როგორც მე უკვე ვთქვი, საერთაშორისო საზოგადოების წევრთა დიდი უმრავლესობაა, მოსახლეობის მიხედვით რომ ავიღოთ, ეს არის დედამიწის მოსახლეობის 80 პროცენტი“, – განაცხადა ლავროვმა.