სერგეი ლავროვი - რუსეთსა და აშშ-ის შორის კონფრონტაცია და დაძაბულობა იზრდება
რუსეთსა და აშშ-ის შორის კონფრონტაცია და დაძაბულობა იზრდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-ი რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს მიახლოებას ემხრობა, რაც გამოიხატება არა მხოლოდ რუსეთის მეზობლების ალიანსში გაწევრიანებით, არამედ რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსებით.
ლავროვის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლების რუსოფობიურ რიტორიკაზე, რუსეთი წერტილოვან საპასუხო ზომებს იღებს.
„საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი გრომიკომ ერთხელ თქვა, რომ ათწლიანი მოლაპარაკებები უკეთესია, ვიდრე ერთდღიანი ომი. ის მართალი იყო და მეც ასე ვფიქრობ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.