სერგეი ლავროვი - რუსეთს აქვს ინფორმაცია, რომ „თურქული ნაკადის“ და „ლურჯი ნაკადის“ გაზსადენების აფეთქებას გეგმავენ
რუსეთს აქვს ინფორმაცია, რომ „თურქული ნაკადის“ და „ლურჯი ნაკადის“ გაზსადენების აფეთქებას გეგმავენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ რუსული ფლოტი პატრულირებს შავი ზღვის იმ ტერიტორიებზე, სადაც გაზსადენები გადის.
„ისინი ცდილობდნენ თავდასხმას სამხედრო გემებზე, რომლებიც „თურქული ნაკადის“ და „ლურჯი ნაკადის“ გაზსადენების მარშრუტებზე პატრულირებდნენ. შავი ზღვის ამ მონაკვეთების პატრულირება დაიწყეს, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ მათ აფეთქებას ისევე ცდილობენ, როგორც „ჩრდილოეთის ნაკადები“ ააფეთქეს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.